თეგი: საჰაერო განგაში

უკრაინაში საფეხბურთო მატჩი საჰაერო განგაშის გამო 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა

უკრაინის 32-ე საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო. თუმცა BBC-ის ცნობით, ლვოვისა და ხარკოვის გუნდებს შორის მატჩი 4 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. ამის მიზეზი კი ის ფაქტი გახდა, რომ საჰაერო განგაშის გამო, თამაში სამჯერ შეწყდა. 32-ე ჩემპიონატის ფარგლებში მატჩი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა, თუმცა მოედანზე განვითარებული მოვლენების დეტალები მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. „უკრაინის შეიარაღებული ძალების და ორივე კლუბის გამძლეობის წყალობით, მატჩი დასრულდა და თამაში უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა", - წერს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პრესმდივანი ალექსანდრ გლივინსკი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კადრებში ჩანს, რომ მოთამაშეებს ხელში ეჭირათ ბანერი წარწერით - „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა".    

უკრაინის ყველა ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის ყველა ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რივნის რაიონში თვითმხილველები  აფეთქების შესახებ იუწყებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  მისივე ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ქალაქ სარნის მახლობლად ასევე აფეთქებების შესახებ განაცხადა.  

კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში, საჰაერო განგაში გამოცხადდა

კიევსა და უკრაინის ცენტრალურ რეგიონებში, დღეს დილით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. გაფრთხილება საჰაერო განგაშზე ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებზე ვრცელდება. 10 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მოსკოვის ცნობით, სამიზნეები იყო ენერგეტიკული, სამხედრო სამეთაურო და საკომუნიკაციო საშუალებები. დაზარალდა ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ქალაქების დაბომბვა 11 ოქტომბერსაც გაგრძელდა. უკრაინამ ელექტროენერგიის ექსპორტი შეაჩერა, დასახლებებში მოძრავი გამორთვები დაიწყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კრივი-რიჰზე საჰაერო განგაშია

კრივი-რიჰზე, საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმის. „დაფიქსირდა რაკეტის გაშვება კასპიიდან“, - ამის შესახებ კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა Telegram-ში დაწერა, იუწყება Ukrinform. „კრივი-რიჰ, ნუ უგულებელყოფთ საჰაერო დაბომბვას. რაკეტები გაუშვეს კასპიის ზღვიდან და „კამიკაძე-დრონების“ რამდენიმე ჯგუფი სამხრეთიდან", - წერს ვილკული. საჰაერო თავდასხმის სიგნალი ისმის დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, სუმისა და ხარკოვის რეგიონებში.  

უკრაინის ხუთ რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა

საჰაერო განგაში გამოცხადდა აღმოსავლეთ უკრაინის რიგ რეგიონებში ამის შესახებ მედია Air Alert Map-ზე დაყრდნობით იუწყება. სირენების ხმა ისმის ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, სუმისა და ზაპოროჟიეს რაიონებში. გარდა ამისა, ცნობილი გახდა ხარკოვის რეგიონში მომხდარი აფეთქებების შესახებ.  

სანქტ-პეტერბურგში საჰაერო განგაშის აპარატურა გატესტეს

სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში საჰაერო განგაშის სიგნალი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუშაობდა. რუსული მედიის ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაშის სისტემის მუშაობა გატესტეს. ქალაქის მოსახლეობა წინასწარ იყო გაფრთხილებული. „სანქტ-პეტერბურგის მთელ ტერიტორიაზე ელექტრომექანიკური და ელექტრონული სიგნალები ტესტირების მიზნით ჩაირთო,“- განაცხადეს ქალაქის მონიტორინგის ცენტრში.  

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ყირიმის გარდა, საჰაერო განგაში გამოცხადდა

კვირას, 13 ნოემბერს, 09:00 საათზე, საჰაერო განგაში მთელ უკრაინაში გამოცხადდა, გარდა ყირიმისა, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება. უკრაინის მთავრობა მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს. 11 ნოემბერს, რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქი ხერსონი დატოვეს. ქალაქი რუსეთის ჯარებს მარტის შემდეგ ჰქონდათ დაკავებული. ბენ უოლესი: რუსეთმა სტრატეგიული მარცხი განიცადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში უკრაინელი სამხედროების ქალაქ ხერსონში შესვლას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ყირიმის გარდა, საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო მასიური სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება. „რაკეტები ჩვენს საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა. დღეს რუსები 10 ოქტომბრის გამეორებას შეეცდებიან. საჰაერო თავდასხმის განგაშია მთელ უკრაინაში, ყირიმის გარდა“, - აღნიშნავს გერაშენკო Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა მასიურად დაბომბა უკრაინის ქალაქები. მოსკოვმა იერიშები მიიტანა კიევზე. გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 40% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინის სამ რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა

დღეს დილით, უკრაინის სამ რეგიონში - კიევში, ჟიტომირსა და ვინიცაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კლიჩკო: კიევზე თავდასხმა დრონებით განხორციელდა სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ აფეთქებები ისმოდა კიევის გარეუბანში და თავად ქალაქში. მოგვიანებით კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში აფეთქებები ისმოდა და ოკუპანტებმა კიევზე იერიში დრონებით მიიტანეს.  

უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაშია

რუსეთის მიერ ირანული ე.წ „კამიკაძე დრონების“ გაშვების გამო უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშია. ამის შესახებ ნიკოლაევის OVA-ს ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა Telegram-ზე განაცხადა. მისი თქმით, მტერმა უპილოტო თვითმფრინავების სამი ჯგუფი გაუშვა. თავის მხრივ, ჟურნალისტმა ანდრეი ცაპლიენკომ თქვა, რომ „შაჰიდების“ რამდენიმე ჯგუფი ზაპოროჟიეს გარშემო გადაადგილდებოდა და დნეპროპეტროვსკისკენ მიემართებოდა. „საჰაერო თავდაცვა მუშაობს დნეპროპეტროვსკის რეგიონში“, - წერს ცაპლიენკო. მისივე თქმით, ორი ირანული დრონი უკვე გაანეიტრალეს. იმავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, არ უგულებელყოთ საჰაერო გაფრთხილება. „მტერი ახლა ცდილობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის დატვირთვას, რამდენიმე რეგიონში უკვე მიმდინარეობს საჰაერო სამიზნეების განადგურება“.  

კიევისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის - მედია

უკრაინული მედიის ცნობით, კიევისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, საჰაერო განგაში გამოცხადდა „ისმის აფეთქებების ხმები დნეპროპეტროვსკისა და კიევის რაიონებში. მუშაობა საჰაერო თავდაცვის სისტემა", - წერს UNIAN. დნეპროპეტროვსკის ოლქში ასევე მუშაობს საჰაერო თავდაცვა, აღნიშნავს გამოცემა. უკრაინა: 24 ირანული "შაჰიდის" დრონი ჩამოვაგდეთ მოგვიანებით კიევის რეგიონულმა ადმინისტრაციამ დაადასტურა საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის ფაქტი. ოდესაში, კრივი რიჰსა და რიგ სხვა ქალაქებში ელექტროტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. დილით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. მანამდე ღამით ე.წ „კამიკაძე დრონებით“ რუსეთის ძალებმა რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს.  უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 24 უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. „შაჰედი“ ჩამოაგდეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო რამდენიმე უბანში შუქი გამორთული იყო. ახალ თავდასხმებზე რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.  

ჩინეთის მიერ თანამგზავრის გაშვების შემდეგ, ტაივანში საჰაერო განგაში გამოცხადდა

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის მიერ თანამგზავრის გაშვების შემდეგ ტაივანში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ გაფრთხილება მობილური ტელეფონების მომხმარებლებს გაუგზავნა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა. უწყების ცნობით, ჩინურმა თანამგზავრმა სამხრეთ ტაივანის საჰაერო სივრცეს გადაუფრინა. აღსანიშნავია, რომ 13 იანვარს ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება.